გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავითაშვილი: შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია

13-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს
(SDC) გენერალური დირექტორის თანაშემწეს, აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, რუთ ჰუბერს შეხვდა.


შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის პოტენციალზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოსა და დონორო ორგანიზაციების, მათ შორის, შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

როგორც რუთ ჰუბერმა შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ბევრი გამოწვევის პარალელურად, არსებობს ბევრი კარგი ინიციატივაც, რომლებსაც ისინი მიესალმებიან და მხარს უჭერენ.


"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას და ქართველი ფერმერების პროდუქტიულობის ამაღლებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების განვითარებას და ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას. ჩვენი დახმარება ასევე მოიცავს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების - ექსტენციის განვითარებას და სოფლის მეურნეობაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის დანერგვას. სამინისტროსთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია წარმოადგენს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საშუალებით ვახორციელებთ", - განაცხადა რუთ ჰუბერმა.


შეხვედრას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, სამხრეთ საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031