გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებმა შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლონ

13-03-2019

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა,
რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას.


მისი თქმით, სამწუხარო რეალობა დადგა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.


დეპუტატი განმარტავს, რომ როგორც წესი, სხვა რელიგიური კონფესიები "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით" სარგებლობდნენ.


"მაგალითად, იეღოვას მოწმე, რომელიც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურს მიმართავდა. ჩემს მიერ მომზადებული ნორმა იქნება ყველასთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემი ინიციატივა საკონსტიტუციო ნორმას ვერ შეეხება, სხვა კონფესიებს კი. ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიური, აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო სავალდებულო შრომითი სამსახურით", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


ამასთან, დეპუტატმა განმარტა, რომ სასულიერო აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სარგებლობს საერთო ნორმით, როცა უმაღლესში ჩარიცხულ პირებს გადავადების უფლება ისედაც აქვთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031