გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დახვედრის ცერემონიით დაიწყო

13-03-2019

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.


შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარგსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს.


საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ბევრი საკითხია განსახილველი და წინ წამოსაწევი, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან ისაუბრებს.


სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით,სომხეთი საქართველოს ტრადიციული პარტნიორი ქვეყანაა და ყოველთვის უმნიშვნელოვანესია მეზობლებს შორის ინტენსიური ურთიერთობა.


,, პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი შეიცავს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს სახვადასხვა სფეროში, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის ინტენსივობას.


ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ჩვენი თანამშრომლობის სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისათვის და საჭიროა ჩვენი საზოგადოებებისათვის", - განაცხადა საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძემ.


ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930