15-03-2019
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე ენობრივ დისკირიმინაციაზე ისაუბრა.
ვიქტორ დოლიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ენობრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით მწვავეა იმ ტერიტორიებზე, სადაც სუვერენულ სახელმწიფოებს არ ეძლევათ საშუალება განახოციელონ ეფექტური კონტროლი და სადაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ აქვთ წვდომა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ენობრივი დისკრიმინაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“ - აღნიშნა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.
ვიქტორ დოლიძემ საკუთარ გამოსვლაში მოუწოდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის ენობრივი დისკრიმინაცია.
ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესია ჟენევაში 27 თებერვლიდან 22 მარტამდე იმართება.
13-01-2025