15-03-2019
თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შესატან ცვლილებებს.
თბილისის ახალი გენგეგმის პროექტი სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარმოადგინა. განხილვას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია ოპოზიცია..
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბიტაძემ განაცხადა, ახალი გენგეგმა 2009 წლის გენგეგმასთან შედარებით თბილისში რეკრეაციული ტერიტორიების საერთო რაოდენობას 4,5 მლნ კვადრატულზე მეტით ზრდის.
საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, ამ საკითხზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დღეს თბილისისთვის ისტორიული დღეა.
13-01-2025