15-03-2019
პირველ რიგში თქვენ იცით, რომ გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს , რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართვბელოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, -ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში თქვენ იცით, რომ გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართვბელოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას, რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს.
და თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო , პირველ რიგში რა თქმა უნდა სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე",- განაცხადა სესიაშვილმა.
13-01-2025