15-03-2019
ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შსს უკომპრომისოა , - ასე აფასებს საპარლამენტო უმრაველსობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილ ნარკოდანაშაულის საქმეებს.
„დაფინანსების გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო სწორი ნაბიჯი და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტში, ეს შედეგები იქნება გათვალისწინებული. რეფორმები, რომელსაც მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი ახორციელებს, როგორც დანაშაულზე რეაგირების, ასევე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არის პროგრესული",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა. მიმდინარე წელს კი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 317 პირი მისცეს.
13-01-2025