გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრეს

15-03-2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში, ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ოჯახში იმყოფებოდა და მათ პრეზიდენტის სახელით მიუსამძიმრა.


მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს და კვარაცხელიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა. ირაკლი კვარაცხელიას კვირას, სენაკში, დაკრძალავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031