გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ტარო ასოუს შეხვდა

16-03-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ფინანსთა მინისტრ, ტარო ასოუს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ორმხრივი პოლიტიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მაღალ დონეს შეეხო და გამოითქვა მზადყოფნა, ეკონომიკური კავშირების ასეთივე განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი, ასევე მის ფარგლებში დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ, რომელიც საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს.
მხარეები მიესალმნენ ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობის წარმატებით დასრულებას.


საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და პოზიტიურად შეფასდა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში ქვეყნის მე-6 ადგილზე დაწინაურება. პრემიერმა ისაუბრა გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ქვეყნის პოტენციალზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ იაპონია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ძლიერი ნების მქონე ერმა სირთულეები დაძლიოს და წარმატებას მიაღწიოს.


მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე - „საქართველო - ღვინის სამშობლო", რომელსაც ტოკიო მასპინძლობს. აღინიშნა, რომ პროექტი იაპონიაში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის სამშობლოს შესახებ ცნობადობის გაზრდას და ხალხთაშორისი ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.


შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031