გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულები ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

16-03-2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


სამების საკათედრო ტაძრიდან ნეშტები ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე გადაასვენეს, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამშობლოს გმირების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა. „მათი გმირობის მაგალითი ჩვენ უფრო გვიძლიერებს პასუხისმგებლობას, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება. ეს არის თითოეული ჩვენგანის საერთო ეროვნული ინტერესი და მე დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი პასუხისმგებლობით შევძლებთ იმ ოცნებების და მიზნების რეალიზებას, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და ვეტერანები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930