გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთში ჯარიდან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება

18-03-2019

ეროვნულმა საკრებულომ „სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე მყოფი მოქალაქეების შესახებ“ კანონპროექტში შესატანი შესწორებები დაამტკიცა. ეს შესწორებები კანონის მოქმედების ვადას აგრძელებს, რაც 27 წლის ასაკის სომხეთის მოქალაქეებს, ჯარში სამსახურისთვის თავის არიდების გამო, სისხლის სამართლის სასჯელის გარეშე სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევს. ამისთვის მათ ჯარიმა უნდა გადაიხადონ.


რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება


პირველი წელი არ არის, რაც პარლამენტს შესწორებები შეაქვს კანონპროექტში, რომელიც ჯარში სამსახურზე უარის მთქმელი მოქალაქეების დაუსჯელად დატოვების უფლებას იძლევა. ეს სომხეთის მოქალაქეებს, სისხლის სამართლის სასჯელის შიშის გარეშე, სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. პარლამენტში ყოველ ჯერზე განისაზღვრება ჯარიმის თანხა, რაც ამისთვის უნდა გადაიხადონ. ამჯერად ის 1,8 მილიონ დრამს (დაახლოებით 3600 დოლარი) შეადგენს. შესწორებები კი შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2018 წელს და 2019 წლის 1 მარტამდე 27 წელი შეუსრულდათ. ასეთი დაახლოებით 2000 ადამიანია.


პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ კოჩარიანმა მოიყვანა ოფიციალური ციფრები, რომელთა მიხედვითაც, ჯარში სამსახურის თავიდან აცილების გამო, 17-დან 35 წლამდე ასაკის 3225 მოქალაქე ძებნაშია.


2003 წლიდან ჯარში სამსახურზე უარის თქმისთვის სისხლის სამართლის სასჯელის თავიდან აცილებისა და ჯარიმის გადახდის საშუალებით უკვე 9985-მა ადამიანმა ისარგებლა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 11,8 მილიონი დრამი (24, 5 მილიონი დოლარი) მიიღო.


ფაშინიანის მოწოდებები დაბრუნების შესახებ


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავის დროზე სომხეთი დატოვეს და სამხედრო სამსახური არ გაიარეს, დაბრუნების მოწოდებით რამდენჯერმე მიმართა:


„მე ამას ვამბობ როგორც მოქალაქე, როგორც პრემიერი,რომელმაც ომის დაწყების შემთხვევაში (ღმერთმა არ ქნას) უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება უნდა შეასრულოს. მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია… მოწოდებით მივმართო ჩვენს თანამემამულეებს, ჩემს ძმებს, მათ მშობლებს – ჩემს ძმებსა და დებს. დაე, მათმა შვილებმა გადაწყვეტილება მიიღონ, რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნდნენ სომხეთში და ჯარში წავიდნენ… ჩემს ვაჟთან ერთად“.


ფაშინიანის ვაჟი – აშოტი – ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტია. 2018 წლის მარტში მას 18 წელი შეუსრულდა, და ახალგაზრდა მამაკაცი სომხეთში სამხედრო სამსახურის გასავლელად დაბრუნდა. მან ასევე დაწერა განცხადება, რომ აპირებდა ყარაბაღში ემსახურა, სადაც ის 2018წლის ზაფხულის გაწვევის დროს გააგზავნეს.


პრემიერ-მინისტრი ხალხს ასევე დაჰპირდა, რომ ჯარში სამსახურზე უარის მთქმელები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან და ჯარში წავლენ, არ დაისჯებიან:


„ველოდებით ყველას! ეს ახალი სომხეთია, სადაც ჯარში სამსახურს თავს არ არიდებენ, საიდანაც ემიგრაციაში არ მიდიან, სადაც მხოლოდ ბრუნდებიან, რათა სომხეთის მომავლისთვის თავის წილი მოვალეობა აღასრულონ.“




jam-mews.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930