18-03-2019
როდესაც ქვეყანში უმძიმესი სისტემური დანაშაულებები ხდებოდა, ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას , ანგარიშებში ასახული არ იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა ,,იმედი LIVE" -ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანში უმძიმესი სისტემური დანაშაულებები ხდებოდა, ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სასაუბროდ, მედიის თავისუფლება კი იყო უკიდურესად შეზღუდული.
"მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები, სადაც შეიძლებოდა ამ პრობლემებზე საუბარი, იყო უკიდურესად შეზღუდული, ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი, ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში უჩურჩულბდნენ.
შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად დისკუსია იმაზე, რომ მასიური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იყო ქვეყანაში და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის, გროვდებოდა ზღვა სიბინძურე, ასეთი რაღაცეები ამ ანგარიში არ ყოფილა.
მაშტაბი წამების, არაადამიანური მოპყრობს - არც ეს მოხვედრილა ამ ანგარიშში, იმიტომ კი არა, რომ ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სალაპარაკოდ და თუ საიას მიაქცევდა და ერთი ორ ორგანიზაციას, ეს იყო მაქსიმუმი",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
13-01-2025