გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქრთამის აღებისთვის და ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ბრალდებულებს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

18-03-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქრთამის აღებაში ბრალდებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ააიპ "საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის" ხელმძღვანელი მ.გ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, გ.გ.-მ და მ.გ.-მ შეიტყვეს, რომ მოქალაქე ლ.ს.-ს, რომელიც ქ.თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართიდან სამხედრო პოლიციამ 2016 წელს გამოასახლა, აღნიშნული ფართის დაკავებით ისევ იყო დაინტერესებული.


სამართალდამცავებმა გ.გ. და მ.გ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქრთამის აღების შემდეგ დააკავეს. გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), ხოლო მ.გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინა და ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031