გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

19-03-2019

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს შეხვდა. 


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებით კულტურის განათლებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.


საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით არსებობს რეალისტური მოლოდინები, თუმცა უნდა იყოს ასევე წინსვლის დინამიკა. ამ კუთხით საქართველოს აქვს კონკრეტული ხედვა და პოზიციები. მხარეებმა ისაუბრეს ასევე ცირკულარული მიგრაციისა და პროფესიული განვათარების შესაძლებლობების საკითხებზე.


შეხვედრაზე ასევე რეგიონში საქართველოს როლი, სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ტურიზმის განვითარება, ახალი სამრეწველო ინდუსტრიების წამოწევისა და მათი საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები განიხილეს.


ევროკომისიის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა კვლავ განაგრძოს საქარათველოში მიმდინარე რეფოემების მხარაჭერა და გააღრმავოს თანამშრომლობა შეხვედრაზე განხილულ საკითხებთნ დაკავშირებით.


პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან შესაბისობის სტანდარტების კიდევ უფრო დახვეწისა და ფიტოსანიტარული და ლაბირატორიული შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031