19-03-2019
ახალი საერთაშორისო ინტერნეტ გამოწვევა, საზოგადოებას სოციალური ქსელებით მსოფლიოს ირგვლივ ნარჩენების შეგროვებას სთავაზობს.
ადამიანები, რომლებიც #trashtag გამოწვევაში ჩაერთნენ და პლანეტის დასუფთავებაზე ზრუნავენ, საკუთარ ფოტოებს შესაბამისი ჰეშთეგით ავრცელებენ.
გამოწვევას საქართველო შეუერთდა. უკვე ვრცელდება ფოტოები შესაბამისი ჰეშთეგით, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “ეკოლოგიკა” თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს პოსტს “დაფიქრდი სანამ მოიმოქმედებ!
„ეკოლოგიკა და ახალი საზოგადოება • New Society პარტნიორი ორგანიზაციების – “თავისუფალი ცნობიერება ” “მოქალაქეობრივი ცნობიერება • Civil awareness” “ლიტერატურა და ხელოვნება ” წარმომადგენლებთან ერთად 16 მარტს დაასუფთავეს ავტობანის – წეროვანი-პატარა ქანდას მცირე მონაკვეთი, რომელიც გზაზე მიმავალი ავტომობილებიდან გადმოგდებული ნარჩენებით იყო დაბინძურებული.
მოქალაქეებს შეუძლიათ შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ.
ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ ადგილი, დაასუფთავონ და გადაიღონ შეგროვებულ ნარჩენებთან ფოტო ჰეშთეგით #trashtag ♻ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ", - წერია "ეკოლოგიის" ფეისბუქ გვერდზე.
13-01-2025