გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

21-03-2019

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა  19 მარტს მოხდა. ღამის საათებში სოფელ ძიმითის გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა, რომლის მგზავრიც მანქანიდან გადმოვიდა, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ის წარსულში ნასამართლევია.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა- შენახვა-ტარება) მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930