გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

1-02-2018

საქართველოს კომისიის სხდომამდე  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს  სტოლტენბერგთან.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვისთვის და  იმედი გამოთქვა  რომ  მომავალშიც აქტიურად შენარჩუნხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა.

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე ნატო- გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე. გენერალურმა  მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში, და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში შავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

 

გამოიხატა  მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031