გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მატარებელი, რომლითაც კონგრესმენები მგზავრობდნენ, ნაგვის სატვირთოს შეეჯახა

1-02-2018

ამერიკის ვირჯინიის შტატში მატარებლისა და ნაგვის სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კონგრესმენ-რესპუბლიკელების ჯგუფი, მათ შორის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი პოლ რაიანი ქალაქგარეთ მივლინებაში მიემგზავრებოდნენ, რა დროს მატარებელი ნაგვის სატვირთოს შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად ნაგვის სატვირთოში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი ჰოსპიტალიზირებულია.

სანდერსის თქმით, კონგრესმენებს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღიათ, თუმცა მატარებელში მყოფმა 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930