გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე სარიშვილმა ღვაწლმოსილ პედაგოგს 92 წლის იუბილე მიულოცა

25-03-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ღვაწლმოსილ პედაგოგს, მედეა კეკელიძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.
"მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ თქვენს დიდ ოჯახთან ერთად",- განაცხადა მერმა.


ქალბატონი მედეა 92 წლისაა და თავს შესანიშნავად გრძნობს. ამბობს, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან ეხმიანებიან მოსწავლეები დაბადების დღის მოსალოცად, რითაც ძალიან ამაყობს.

"მადლობა თქვენ, ბატონო ალექსანდრე, რომ ასე გამახარეთ და გამილამაზეთ დღევანდელი დღე", - განაცხადა იუბილარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031