გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
CRRC-საქართველოს კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს, ევროკავშირში - 45%, ევრაზიულ კავშირში კი 19%

1-02-2018

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41% უჭერს მხარს, ევროკავშირში - 45%, ევრაზიულ კავშირში კი 19%.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 26% ნაწილობრივ უჭერს მხარს, ნაწილობრივ არა, 20% კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ევროკავშირის შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 45%, ნაწილობრივ მხარს უჭერს, ნაწილობრივ - არა 28%, ხოლო 14% წინააღმდეგია.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, გამოკითხულთა 19% მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, 24% ნაწილობრივ მხარს უჭერს, ნაწილობრივ - არა, 38% კი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. კავკასიის ბარომეტრი რეგიონული პროექტია - გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება და მონაცემების შედარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031