გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის სავიზო რეჟიმი მარტივდება

25-03-2019

14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ ესაჭიროებათ წინასწარი ვიზის აღება.


"საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 26 სექტემბერს.
ასევე, საყურადღებოა, რომ 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეწვევა ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაცია, ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს (Ministry of Agriculture and Cooperatives), ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის საგენტოს წარმომადგენლები.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომლის დროს მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930