გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

26-03-2019


ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებულ მალხაზ კობაურთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს.


პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად სამი პირის განზრახ მკვლელობა ედება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე. მალხაზ კობაურის ადვოკატის განმარტებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და ბრალდების მხარე ვერსიებზე და ვარაუდებზე აპელირებდა. უფლებადამცველის მტკიცებით, საქმეში პროცესუალური დარღვევები იყო. თავის მხრივ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ კობაურის ოჯახის წევრები.

საქმის განხილვის ნაფიც მსაჯულებისთვის გადაცემა თავად ბრალდებულის ადვოკატებმა მოითხოვეს.


სასჯელის განსაზღვრის სხდომა გორის სასამართლოში 27 მარტს ჩაინიშნა.


2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031