გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

1-02-2018


 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის - „ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში“ - მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა.

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის პრევენცია და მართვა წარმატებით მიმდინარეობს. გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 2011 წლის მონაცემებით, ტუბერკულოზის 1169 რეგისტრირებული და 797 ახალი შემთხვევა, ხოლო 2017 წელს - 79 რეგისტრირებული და 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა ორი მიმართულებით წარმოჩინდა. ერთი მხრივ - პენიტენციურ სისტემაში უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ტუბერკულოზის პრევენციის და მართვის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები; ხოლო მეორე მხრივ - ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექვივალენტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და მკურნალობის უწყვეტობის შენარჩუნების (როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე გათავისუფლების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორში) კომპონენტით.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930