გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამინდის გამო მატარებლები შეფერხებით მოძრაობენ

1-02-2018

ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს. 
სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930