27-03-2019
რეადმისიის ფარგლებში გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ისინი სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან უკვე ჩამოვიდნენ.
გამოძევებულთა შორის ძირითადად ოჯახები არიან. ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. მათ მედიასთან გამოჩენა არ ისურვეს.
ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.
13-01-2025