28-03-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კვლავ მაღალია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი.
სუსის ცნობით, გამოვლენილია 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე არ შემოუშვეს. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 48 პირი.
13-01-2025