28-03-2019
ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება,მოხდეს - ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე, გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საკითხზე ინფორმაცია საჯაროა,და შს სამინისტროდან არ ყოფილა მცდელობა საკითხის დამალვის.
„რაც შეეხება ბინის გაქურდვას, თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო. თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება, მოხდეს“ – განაცხადა ბახტაძემ.
შსს-მ უკვე გახსნა ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის საქმე, დაკავებულია ერთი პირი.
13-01-2025