გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა უნდა ვიცოდეთ ჯანმრთელობის დაზღვევაზე

28-03-2019

სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ. ჯანმრთელობის დაზღვევის სიკეთეებსა და მნიშვნელობაზე აქ აღარ ვისაუბრებ. მაგრამ თქვენი, მკირხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა შევაჩერო.


ბევრს გონია, რომ თუ ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს, ეს ნიშნავს რომ ყოველთვის, ნებისმიერი ღირებულების, ყველა სამედიცინო სერვისი უნდა უნაზღაურდეს ან დაეფაროს. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის.


ზოგადად, ყველა სადაზღვევო კომპანიას აქვს პოლისეი, სადაც გამონაკლისები თითქმის ერთნაირია, ამიტომ ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას იმ 7 გამონაკლისის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიის დაზღვევას შეიძენთ:
1. დაზღვევამდე არსებული დაავადებები - სადაზღვევო კომპანიების შეთავაზბებში, რეკლამებში, ხშირად მოისმენთ, რომ ესა თუ ის პოლისი ფარავს პირობითად, სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ხარჯებს.

2. ორსულობა-მშობიარობა - ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებში, ორსულობა - მშობიარობა იფარება დაზღვევიდან მხოლოდ 24 თვის გასვლის შემდეგ. ანუ გამოდის რომ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში უწყვეტად 2 წლის განმავლობაში უნდა იყო დაზღვეული, რომ მესამე წლიდან ორსულობა-მშობიარობის ხარჯები დაიფაროს. ამ ფაქტს არაერთი დაზღვეულის აღშფოთება გამოუწვევია.

რომელია ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა?

და რომელი სადაზრვევო კომპანია აანაზღაურებს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც 1500-3000 ლარის ფარგლებში ჯდება? როცა დაზღვეული ამაში წელიწადში 720 ლარის იხდის, მაშინ როცა მაღალია რისკი იმისა რომ დაზღვეული როგორც კი მიიღებს მომსახურებას და ხარჯები დაეფარება, აღარ მოისურვებს თანხის გადახდას და გააუქმებს დაზღვევას? სწორედ ამიტომ მოქმედებს 24 თვიანი მოცდის პერიოდი ორსულობა-მშობიარობაზე ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში. თუმცა კორპორატიულ დაზღვევაში უმეტესწილად, ორსულობა-მშობიარობა დაზღვევის ამოქმედებისთანავე იფარება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031