გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკი მძიმეა და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის

28-03-2019

სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე და მსურს, თითოეულ მათგანს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი წევენ წლების განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას და ხელშეწყობას ითვალისწინებს.


„მინდა, გამოვეხმაურო სოციალური მუშაკების პრობლემებს. პირველ რიგში მსურს, დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, განსაკუთრებული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნავს და დაკავშირებულია ამავე დროს ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობასთან. მე ეს ძალიან კარგად მესმის. ამავე დროს, სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ვცდილობთ, სოციალური სერვისები წლიდან წლამდე გავზარდოთ და შესაბამისად, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც უფრო და უფრო რთულდება. მინისტრმა დავით სერგეენკომ წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას, მათ ხელშეწყობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებულია.


„ჩვენ ახალი კანონიც მივიღეთ, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სოციალურ პოლიტიკას საქართველოში და მიმდინარეობს კომუნიკაცია სამინისტროსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის. ამავე დროს ჩვენ უზრუნველვყავით, რომ არ მომხდარიყო სოციალური სერვისების მიწოდების წყვეტა, ვინაიდან ამით საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს. ეს არის ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე თემა და შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031