გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ხელფასები კი 30%-ით გაიზრდება

28-03-2019

განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს პროფესიული სწავლების ისეთი სისტემა, რომელიც პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას უზრუნველყოფს. ასეთი სასწავლებლები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ.
"სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ანაზღაურების 30%-ით გაზრდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული სწავლების მიმართულებით მთავრობა გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილებას ეყრდნობა, რომელთაც ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით შეძლეს. 


„განათლების რეფორმაში, იმ ეროვნულ იდეაში, რომელიც დაგვეხმარება ყველა გამოწვევის დაძლევაში, პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმ ძალიან მტკივნეული გამოწვევის დაძლევის გზაზე, რომელიც უმუშევრობას უკავშირდება. ამ მოდელის დანერგვა ამავე დროს ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უფრო მეტ ინტეგრაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930