გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის მერი: დღეს კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება

29-03-2019

„ბოლო პერიოდში ჩემს მიმართ დაწყებული ბინძური კამპანია, რომელშიც მაქსიმალურად ვცდილობდი, არ ჩავრთულიყავი და არ გამეკეთებინა არარსებულ ამბებზე კომენტარი, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესებთან, რომელთა მიზანიც რუსთავის კეთილდღეობის და წინსვლის შეჩერებაა" - ასე ეხმაურება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინტერნეტგამოცემა presa.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ჩემი სახელის დისკრედიტაციით და გამოგონილი ამბებით ცდილობენ, ზიანი მიაყენონ მმართველი გუნდის ერთიანობას, დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში დარუსთავის თვითმმართველობის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი შეამცირონ.


დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება ჩემი პატივისა და ღირსების დასაცავად.


ვინაიდან ბოლო ამბის ინსპირაცია ჩემი პორტუგალიაში ვიზიტი გახლავთ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ, მხოლოდ ამ ნაწილში ვუპასუხო საზოგადოებას და არა მედიასაშუალებას, რომელიც ჭორებს ავრცელებს.


პორტუგალიაში ჩემი ვიზიტი იყო გაეროს მიერ ორგანიზებული, სადაც სერბეთის, მოლდავეთის, ლიბანის, პორტუგალიის, ტაჯიკეთისა და ხორვატიის ადგილობრივითვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოვაწერე ქარტიას, რომელიც მზის ენერგიის სისტემების განთავსების ხელშეწყობას, ასევე, მზის ენერგიის სისტემების განვითარებაში სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს”- წერს ირაკლი ტაბაღუა სოციალურ ქსელში.


ინტერნეტგამოცემა presa.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მერი ლაშა ნაცვლიშვილმა სცემა, რის შემდეგაც ირაკლი ტაბაღუა თითქოსდა პორტუგალიაში კრიმინალურ ავტორიტთან საქმის გასარჩევად ჩავიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930