გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იაპონიის საკონსულოში კაცის ცხედარი თოკზე 17 დღე ეკიდა

1-02-2018

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მდებარე იაპონიის გენერალურ საკონსულოში ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-იავრცელებს. ცნობილია, რომ ცხედარი თოკზე 17 დღის განმავლობაში ეკიდა.

ის შენობის საწყობში ერთ-ერთმა თანამშრომელმა იპოვა. გარდაცვლილი 60 წლის სამხრეთ კორეელია. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ კაცი 12 იანვარს საკონსულოს ღობეზე გადაძვრა, მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა გენერალური საკონსულოს ბიბლიოთეკაში არ შეუშვეს.

ასევე დადგინდა, რომ კაცი მარტო ცხოვრობდა და ოჯახთან კონტაქტი 20 წლის წინ გაწყვიტა. პოლიცია ცდილობს, დაადგინოს თუ რატომ ჩამოიხრჩო მან თავი იაპონიის საკონსულოს შენობაში.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930