გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან მე-80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

29-03-2019

დღეს სენაკში ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის - საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.


კვირეულის პირველ დღეს ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.


1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.


,,დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, - ამბობდა ამ ისტორიული მოვლენის ორგანიზატორი - საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომლის ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში.


სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 31 მარტს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930