გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"სარფში" თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ძვირფასეულობა აღმოუჩინეს

1-02-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მოქალაქის ს.ს-ს, კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა 6.1 გრამი) და ვერცხლის (წონა 2,297.05 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,227.35 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 3,227.35 ლარის ოდენობით შეეფარდა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930