გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონსტანტინე გამსახურდია: ჯერჯერობით, 7 წელი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს, რადგან აქამდე საქმე წინ არ მიდიოდა

30-03-2019

კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიების შესახებ ეხმაურება და ამბობს, რომ ამ სიტყვებს საქმე უნდა მოჰყვეს. 


„მოგეხსენებათ, ასეთი გამონათქვამი არის ცნობილ რომანში, "დათა თუთაშხია" - ჯერ სიტყვაა საქმე და მერე საქმეა საქმე. მეც ამ პრინციპით ვუდგები - სიტყვაც საქმეა, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს მეორე ტაქტი, ეს არის უკვე საქმე. საქმის ნაწილში ვნახავთ, რა მოხდება. ჯერჯერობით, 7 წელი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ საქმე წინ არ მიდიოდა, პირიქით, საქმე იყო დამუხრუჭებული ან საერთოდ არ იძიებდნენ, თაროზე იყო შემოდებული ან იყო გამოძიების იმიტაცია. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ საქმე წინ წასწიოს, ბურთიც და მოედანიც მისია და მას შეუძლია, ეს გააკეთოს. მე ამაში მხოლოდ შემიძლია, დავეხმარო“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031