გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბაგრატიონთა ტახტის აღდგენის მცდელობის შესახებ თემის პრეზენტაცია გაიმართება

1-04-2019

4 აპრილს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კორნელი კეკელიძის სემინარის ფარგლებში, ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნუგზარ პაპუაშვილი წარადგენს თემას ბაგრატიონთა ტახტის აღდგენის მცდელობის თაობაზე, გერმანიაში მოძიებული მასალის საფუძველზე.


ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი; დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურად გამოიყურება საქართველოს სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან 1942 წლამდე.


დოკუმენტი, რომელიც დაბეჭდილია ბერლინში, ახლავს მოწოდება, თავად სვიმონ ციციშვილის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნულია ძალების საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისა და ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში საქართველოს გადარჩენის მიზნით.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მუდმივად და აქტიურად არის ჩართული უცხოეთში დაცული სხვადასხვა ქართული ხელნაწერების თუ საბუთების შესწავლაში. ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ნუგზარ პაპუაშვილის კვლევაც გერმანიაში არანაკლებ მნიშვნელოვან წონას ჰმატებს ისტორიულ მეცნიერებას, კერძოდ, ბაგრატიონთა ტახტის აღდგენისათვის ბრძოლის აღწერას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930