გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა

1-04-2019

ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ადამიანმა მიმართა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოში განაცხადეს.


როგორც სააგენტოში აღნიშნეს, 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე სქემის დატოვების უფლება არც ერთ მათგანს არ აქვს, რამდენადაც მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არ გასულა.


„იმ პირებმა, რომლებმაც საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით მოგვმართეს, გაიარეს შესაბამისი კონსულტაცია, მიიღეს ინფორმაცია, ნახეს საკუთარი პერსონალური გვერდები. ამასთან, ბევრმა მათგანმა შეიცვალა აზრი და სქემაში დარჩენა გადაწყვიტა. ამჟამად სქემის დატოვების უფლება პრაქტიკულად, არც ერთ მოქალაქეს არ აქვს, რადგან ბუღალტერის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში პირველი დეკლარაციის დახურვიდან და შესაბამისად, მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არაა გასული,“ - განაცხადეს საპენსიო სააგენტოში.


შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო საგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.


კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) 60 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნდებათ.


როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის საპენსიო დანაზოგის სახით 125 მილიონი ლარია მობილიზებული, სქემაში 47 ათასზე მეტი კომპანია და 700 ათასზე მეტი პერსონალური ანგარიშია ჩართული.


ბიზნესპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031