გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაარსების დღე აღნიშნეს

1-04-2019

პირველ აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაარსების დღეს აღნიშნავს. აღმოსავლეთ სარდლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.


ღონისძიების ფარგლებში ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის საბრძოლო დროშა ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ პოლკოვნიკ ვეფხვია ჩალაბაშვილს გადააბარა.


თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას აღმოსავლეთ სარდლობის წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, რომელიც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მაღალ დონეზე ჩატარებაში გამოვლინდა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031