გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბაშიძე: ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული არასამთავრობოების გზავნილები თანხვედრაშია, ისინი უნისონში საუბრობენ

2-04-2019

ექსპერტმა გია აბაშიძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია თუ როგორ შეაღწია „ნაციონალური მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.


მისი თქმით კვლევაში ასახულია, როგორ ხდება ნაციონალური მოძრაობის და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შორის გზავნილების და ნარატივების უნისონში თანხვედრა. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა რამდენიმე, სიტუაციური, 20-მდე ორგანიზაცია, რომლებიც ნაციონალური მოძრაობისგან დამოუკიდებლები არიან, მაგრამ მათი ნარატივები უნისონშია ერთი ერთში.


,,ეს კვლევა არის წარმოჩენა იმ ანატომიისა, რასაც ჩვენ ვხედავთ წლების მანძილზე, როგორ განვითარდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ეტაპობრივად, ნაციონალური მოძრაობის დიდი ფინანსური და ორგანიზაციული ხელშეწყობით. ამ კვლევაში ასახულია ისიც , როგორ ხდება გზავნილების და ნარატივების უნისონში თანხვედრა, მათ შორის სიტუაციური ორგანიზაციების. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის რამდენიმე, თუ არ ვცდები 20-მდე ორგანიზაცია, რომლებიც ნაციონალური მოძრაობისგან დამოუკიდებლები არიან, მაგრამ მათი ნარატივები უნისონშია ერთი ერთში“,- განაცხადა გია აბაშიძემ.


კვლევაში მოყვანილია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებული ბრალდება, თითქოს და ელექტრონული აიდი ბარათების გაყალბება ხდებოდა, რაც ,,ფეიქ ნიუსად“ დარჩა.


,,გაისმოდა უმძიმესი ბრალდებები, მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, თითქოს ყალბდებოდა ელექტრონული აიდი ბარათები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ფეიკ ბრალდებად დარჩა და ვიცით როგორი ბედი ეწია ამ ბრალდებების შემდგომ გამოძიებას თუ მოკვლევას“,- აღნიშნა ექსპერტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031