2-04-2019
„არასამთავრებო სექტორის იმ ნაწილს, რომელიც დღეს აქტიურად ჩანს მედიაში, მიუკერძოებელი არსამთავრობოების მანდილი აქვს მოსხმული. სინამდვილეში დღეს კარგად გამოჩნდა რომ ისინი, გარკვეული პარტიული ნიშნით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ორკესტრირებულად მოქმედებენ“ - აცხადებს შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, თამარ კიკნაძე.
მისი თქმით, ანალიტიკოს გია აბაშიძის კვლევა, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის შეღწევას სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით, ადრე უნდა გაკეთებულიყო, იმდენად, რამდენადაც, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, ეს არ არის ცნობილი და ხშირ შემთხვევაში ის საყვედურები, რომელიც მესამე სექტორისაგან გაისმის, უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფირილებული არასამთავრობო სექტორი ხელს უშლის კონსტრუქციულ და აღმშენობლობით პროცესებს.
„ისინი არიან დესტრუქციული ძალები. ხშირად გაიგონებთ ანტისახელისუფლებო და ანტისამთავრობო განცხადებებს, რომელსაც გარკვეულწილად ქაოსი შეაქვს ხოლმე პოლიტიკურ პროცესებში, იმიტომ რომ ადამიანების ენერგია იხარჯება ისეთ განცხადებებზე რეაგირებისთვის, როდესაც შეიძლება ეს დრო დახარჯო მაგალითად გაცილებით უფრო რაციონალურად და საზოგადოებისთვის უფრო მეტი გააკეთო. მე, ვთვლი რომ ეს არასამთავრობო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე, გავლენიანი აგენტია, სოციალური გავლენის აგენტი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც ძალიან კარგად ფლობს ამ ტექნოლოგიებს, მას ჰყავს კიდევ სხვა გავლენის აგენტები, ამიტომ ჩვენი, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება მიდის არა იმ მიმართულებით, რომელიც აღმშენებლობის,ხალხის კეთილდღეობისკენაა მიმართული, არამედ აი ამ დესტრუქციული ქმედებების პასუხის გასაცემად” - აცხადებს თამარ კიკნაძე.
13-01-2025