2-04-2019
ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უკეთ უნდა იცოდეს, რა სურათია არასამთავსობო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პარტიული ნიშნით საქმიანობს და ამავე დროს მესამე სექტორს წარმოადგენს.
"საზოგადოებისთვის უმჯობესი იქნება, თუ მთლიანი სურათი დაიდება, რა ხდება არასამთავრობო სექტორში. ეს კარგი იქნება უკეთესი ანალიზისთვის, მთელი სპექტრი რომ გაიშალოს. განსაკუთრებით ვგულისხმობ პარტიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დანარჩენი საზოგადოების გადასაწყვეტია“ - განაცხადა ამირან სალუქვაძემ ანალიტიკოს გია აბაშიძის კვლევის კომენტირებისას.
მისი თქმით, კვლევაში აქცენტი მეტწილად გაკეთდა იმ ორგანიზაციებზე ,რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან".
„ჩვენთვის ექსპერტებისთვის და ანალიტიკოსებისთვის პრინციპში სიახლე არაფერია. არც იმაშია სიახლე, როდესაც საჯარო სამსახურიდან ადამიანი არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს. არ მინდა ყველა დავადანაშაულო მიკერძოებაშ , თუმცა თუ ადამიანი პარტიის აქტივისტად რჩება, ის ყოველთვის იქნება მეტნაკლებად მიკერძოებული და თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუ მიდის პარტიიდან, გადადის არასამთავრობო სექტორში და საქმიანობს, ეს აბსოლუტურად სხვა სურათია“ - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
13-01-2025