გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს

3-04-2019

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ მედიკამენტების ფასები, რომელიც მწეველებს თამბაქოს თავის დანებებაში ეხმარება, გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო უნდა იყოს.


როგორც მან აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, თუმცა ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მზაობა, კეთილსაიმედო არ არის.

როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, მედიკამენტებისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების დღგ-თი და საბაჟო მოსაკრებლით დაბეგვრა, რაც აღნიშნულ პროდუქტებს “სერიოზულად აძვირებს”, მწეველებისათვის, ხელმწისაწვდომობას ზღუდავს.


„როდესაც აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, პარალელურად მიდიოდა საუბარი თამბაქოზე თავის დანებების სერვისების განვითარებაზე. არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, არსებობს კლინიკებიც და კონკრეტული დაწესებულებები, მათ შორის ფარმაცევტული, სადაც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მივიდეს და გარკვეული სერვისი მიიღოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ ყველა ის საშუალება, ასევე მედიკამენტი და ნიკოტინის შემცველი პროდუქტი იბეგრება დღგ-თი და ასევე საბაჟო მოსაკრებლით, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულად აძვირებს ამ პროდუქტს და ხელმწისაწვდომობას ზღუდავს მწეველებისათვის.


არის საერთაშორისო რეგულაციები და მათ შორის საგადასახადო კოდექსიც, რომელიც ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, გათავისფლებული უნდა იყოს დღგ-სგან. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციას აწარმოებს, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს ბაზა. ფაქტობრივად, ჩვენ დავრჩებით ეფექტური, ან ნაკლებ ეფექტური მედიკამენტებისა და საშუალებების ამარა“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031