გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მერი ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

3-04-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე ქალაქ ახალციხეში მესხეთისა და ხარისჭირაშვილის ქუჩებზე რეაბილიტაცია უტარდებათ საცხოვრებელი სახლების სახურავებს, პროექტის ფარგლებში დაზიანებული და ამორტიზებული სახურავები ახლით იცვლება. მიმდინარე წელს ჯამში 32 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რუსთაველის, 9 აპრილის, ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩებზე კი 12 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ფასადების, სადარბაზოებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება.


ზაზა მელიქიძე რაბათის უბანში, ხარისჭირაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, გაეცნო აქ არსებულ პრობლემებს და საჭიროებებს, მათთან ერთად განიხილა მიმდინარე პროექტის დეტალები.


მან ასევე, ზარზმელის ქუჩაზე საფეხმავლო კიბის მოწყობის სამუაოები დაათვალიერა. აღნიშნული კიბე ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებს მოკლე გზით დააკავშირებს ქალაქის ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩასთან. დღესვე მუნიციპალიტეტის მერი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი შენობის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო.


ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930