3-04-2019
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიზის შედეგებს ეხმიანება ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც წინასაარჩევნოდ ტელევიზიებით პოლიტიკური რეკლამების გაშუქებას ეხება.
ანჯაფარიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-მა საკუთარ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის მიღმა მილიონზე მეტი ლარის ღირებულების რეკლამა უფასოდ მისცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ძალიან მრავლისმთქმელი კვლევაა მათ შორის საარჩევნო პერიოდში რ-2-ს "საქმეთა საგმირონზეც."
წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2–მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტები გაზარდა, რისი ვალდებულებაც მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონია (აღნიშნული საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა)
რ-2მა "საკუთარ კანდიდატ" გრიგოლ ვაშაძეს, კანონით გათვალისწინებულ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტს მიღმა, დაახლოებით – მილიონზე მეტი ლარის ღირებულების რეკლამა უფასოდ მისცა. თუმცა, ბოლო დროს რ-2 მგონი აღარც მალავს რომ პარტიული ტელევიზიაა.
და კიდევ, ღარიბ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილობენ და ა.შ. საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ
ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა!!!", - წერს ანჯაფარიძე.
13-01-2025