გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს "რუსთავი 2"-სა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაშლილი იყო

3-04-2019

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო როგორც მხარე-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

,,კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ "რუსთავი 2" საარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად სტანდარტების დარღვევით საქმიანობდა "ნაციონალური მოძრაობის" და მისი კანდიდატის, ბატონი ვაშაძის სასარგებლოდ.

საუბარია მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც ასევე დარღვევით არის გაკეთებული. კიდევ არის საკმაოდ მძიმე დასკვნები, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ "რუსთავი 2" როგორც მხარე ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. ამ ანგარიშის მიხედვით დასტურდება ის, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პრაქტიკულად, "რუსთავი 2"-სა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი იყო წაშლილი, თუ რომელი რომლის სატელიტია, ამაზე კიდევ შეიძლება მსჯელობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031