გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: იაპონიის მთავრობამ ქართულ პოლიციას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანები გადმოსცა

2-02-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული პოლიციის კიდევ უფრო ეფექტური მუშაობისთვის მის უწყებას რამდენიმე კონკრეტული გეგმა აქვს.
მისივე თქმით, შსს-ში იქმნება მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი ცენტრი.
„ძვირფასო მეგობრებო ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართვა. ამ რეფორმების გარლვეული ნაწილი უკვე დაწყებულია. მათ შორის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისათვის პირველი ნაბიჯები გადადგმულია და თბილისის მტავარ სამმართველოში გამოყოფილია 5 ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე.
ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიცია მართავს და მას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული და რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.
შინაგან საქეთა სამინისტროში ვქმნით მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა საპოლიციო სერვისების ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეების მისაწოდებლად“- განაცხადა გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა შსს საპატრულო პოლიციის ატოპარკის განახლებას იწყებს, რითვისაც უწყებას 96 ერთეული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანა გადაეცა. 
„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ვიწყებთ საპატრულო პოლიციის ატოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანებით. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კომპანია „კორპორაცია მიცუბიშს“, რომელთა დახმარებითაც დღეს ჩვენ გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრდიული და ელექტრომობილი, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ხარისხის ამაღლებას საპოლიციო მომსახურების“- განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031