5-04-2019
შვედური გამოცემა «Norran»-ი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იმი სანდბერგის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც აბსოლუტურ სიცრუეზეა დამყარებული.შვედური გამოცემა «Norran»-ი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იმი სანდბერგის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც აბსოლუტურ სიცრუეზეა დამყარებული.
ავტორი ასკვნის, რომ დასავლეთმა აფხაზეთი უნდა აღიაროს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამის არგუმენტად აბსურდული დოკუმენტები მოჰყავს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ევროკავშირისა და შვედეთისათვის დადგა დრო, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარონ. ამისათვის სამართლებრივი კრიტერიუმები უკვე არსებობს, აფხაზეთმა ისინი უკვე შეასრულა კიდეც, მაგრამ ამის მიუხედავად, შვედეთი და ევროკავშირი აფხაზეთის აღიარებაზე უარს აცხადებენ.
ქართული ნაციონალიზმის საფრთხე-მუქარის ქვეშ აფხაზეთმა საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1992 წლის 23 ივლისს გამოაცხადა, რის შემდეგაც თბილისმა იქ ჯარი გაგზავნა, აფხაზეთის თვითმყოფადობის გასანადგურებლად. ომი 1992 წლის 12 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
საქართველო, სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო აფხაზეთის წინააღმდეგობის დაძლევა. აფხაზებს მხარს უჭერდა რუსეთი და კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია.
დასავლეთი ითხოვს, რომ აფხაზეთი ყველა სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნიოს, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქვეყანას საქართველო უკვე ვეღარ აკონტროლებდა. იგივე ითქმის სამხრეთ ოსეთზეც.
დასავლეთი ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი ინტერესების პოლიტიკას ატარებს და აფხაზეთს მხოლოდ ეგოისტური მოსაზრების გამო არ აღიარებს.
ევროკავშირს სურს, რომ სანამ საქართველო მასში გაწევრიანდება, მანამ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. იგივე თვალსაზრიის გამოხატავს ნატოც - სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მანამ აფხაზეთი თბილისმა უნდა გააკონტროლოს.
სამართლის დარგის შვედი სპეციალისტები უვე ბრინგი და საიდ მაჰმუდი თვლიან, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამართლებრივი კრიტერიუმები უკვე შესრულებულია. მათივე აზრით, რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაურღვევია, როცა მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
სხვათა შორის, საიდ მაჰმუდი ამბობს, რომ აფხაზეთის სამართლებრივ მდგომარეობას უფრო მყარი საფუძველია ქვს, ვიდრე კოსოვოს.
დასავლეთი უარის აფხაზეთის აღიარებაზე ხელს უშლის შავიზღვისპირა ქვეყანას თავის პოტენციალი სრულად განახორციელოს. დასავლეთი მას საერთაშორისო არენაზე გამოსვლის ნებასაც არ აძლევს.
შვედეთისა და ევროკავშირის მხრიდან გონივრული იქნებოდა პატივი მიეგოს აფხაზი ხალხის ნება-სურვილს და იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეფუძნება.
რედაქციისგან: არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი სტატიის გამოქვეყნების უკან ფინანსური ინტერესი იდგეს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობთ, შესაბამისმა სახელმწიფო სტუქტურებმა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მსგავსი შინაარსის სტატიებს აქვეყნებენ, რეალური სურათის წარმოსაჩენად მეტი ძალისხმევით უნდა მოუწოდონ.