6-04-2019
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტს, მესამე მოსმენით 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. ცვლილებებს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ კანონპროექტის საბოლოო ეტაპი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა.
"კანონპროექტის ჩაგდების გამო საზოგადოების რეაქციას ვიზიარებ, თუმცა მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სანამ პარლამენტი საქმიანობას თბილისში მდებარე პარლამენტში გააგრძელებდა, ქუთაისში მსგავსი პრობლემები არ იყო. ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არის, სხდომათა დარბაზში ხმაურია” – განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება იგეგმებოდა.
13-01-2025