გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღარიბაშვილი: არასოდეს დავუშვებთ, საქართველოში დაბრუნდეს ძალადობრივი რეჟიმი

6-04-2019

საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა - განაცხადა „ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.


„შემდეგი პრობლემა, რაზეც მინდა რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9 წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად, რომ არასოდეს დავუშვებთ, საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, ეს ისტორიები არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. ამიტომ , მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მან „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი გიორგი შენგელია, რომელიც წესიერი და საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930