გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე "Street Art" შეასრულა

6-04-2019

წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა, თანამედროვე ხელოვნების წამყვანმა არტისტმა, დევიდ პოლ ქეიმ (დავით ხაბურძანიამ) თბილისში, თავისი პირველი ''Street Art" ნამუშევარი შეასრულა. 


ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა. 


მხატვარს იმედი აქვს, რომ ეს იქნება პიონერი პროექტი, რომელიც ადამიანებს მეტ ყურადღებას მიაქცევინებს ქუჩის არტზე და სულ მალე ჰაშთაგი #TBILISIWALLS დედაქალაქის სხვადასხვა უბნის შენობების კედლებზეც გაჩნდება. 


“ვფიქრობ, წლის ბოლოს მომეცემა საშუალება, ისევ ჩამოვიდე თბილისში და იმედი მაქვს 30-40 კედელი მაინც იქნება მოხატული #TBILISIWALLS-ის ეგიდით“ - განაცხადა მხატვარმა.


დევიდ პოლ ქეის ნამუშევარი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის კედელზეა განთავსებული, რომლის მიმდებარედ, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი სკვერი ეწყობა.


კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ დევიდ პოლ ქეის მადლობა გადაუხადა თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული "Street Art'' -ით როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები დაინტერესდებიან.


პოლ ქეის ნამუშევრები ნიუ- იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930